Top
ონლაინ დახმარება

ირაკლი გვარამაძე

იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი, სახალხო დამცველის კვოტით.

ირაკლი გვარამაძემ დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხით.

ირაკლის აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება. სხვადასხვა დროს იგი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე, საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის მრჩეველი, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, შპს „კონსალთიმის“ მთავარი იურისტი, გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტი. იგი არის არაერთი ნაშრომის, კვლევისა და სტატიის ავტორი. მას აქვს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის გამოცდილება.

ირაკლი გვარამაძეს ჩაბარებული აქვს მოსამართლის თანაშემწის, პროკურორის, ადვოკატის და მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდები. მას გავლილი აქვს კვალიფიკაციის ასამაღლებელი არაერთი ტრენინგი და კურსი.

2017 წლიდან ირაკლი არის არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ გამგეობის წევრი. 2018 წლიდან საქართველოს სახალხო დამცველის წარდგინებით იგი არჩეულ იქნა სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ საბჭოს წევრად.