Top

მარნეულის საკონსულტაციო ცენტრი

ონლაინ დახმარება

ოფისები

სოფელ მერეთის სკოლაში მნიშვნელოვანი შეხვედრა შედგა

2019 წლის 13 ივნისს, მარნეულის საკონულტაციო ცენტრის იურისტ-კონსულტანტმა ლალი ალუდაურმა შეხვედრა გამართა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.

შეხვედრის ძირითადი თემა იყო - ოჯახური ძალადობა, გენდერული საკითხები,  იურიდიული სამსახურის ჩართულობა ამ საკითხებზე და ზოგადად,  სამსახურის სერვისების გაცნობა.

ღონისძიებას დაესწრო მარნეულის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი ზაურ დარგალი, რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოზარდებში სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ მხრივ, უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციის - იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობა, განსაკუთრებულია.

შეხვედრის ბოლოს დარიგდა საინფორმაციო ბროშურები.