Top
ონლაინ დახმარება

 

ფოთში ადამიანის უფლებების შესახებ იმსჯელეს

10 აპრილს (2019) სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატი მაია დარასელია მონაწილეობდა არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „სოხუმი“–ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში, ფოთის N3 სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, შსს ფოთის საქალაქო სამმართველოს წარმომადგენელი.

სტუმრებმა საბავშვო ბაღის თანამშრომლებსა და მშობლებს გააცნეს არსებული კანონმდებლობა და სამართლებრივი სერვისები, რომელიც, ზოგადად, ქალთა უფლებების დაცვის საკითხებს, ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ჰარმონიული გარემოს შექმნის თემას, ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებსა და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმებს და საშუალებებს მოიცავს. ყურადღება გამახვილდა იურიდიული დახმარების სამსახურის იმ სერვისებზე, რაც გულისხმობს ძალადობის მსხვერპლთა და სავარაუდო მსხვერპლთა დაცვას მათი გადახდისუნარიანობის მიუხედავად. დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები.