Top
ონლაინ დახმარება

 

უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელთა ქსელის წევრები შეიკრიბნენ

2019 წლის 3 მაისს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი შეხვდა უფასოი ურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციების ქსელის წევრებს. 

შეხვედრაზე განიხილეს რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, მათ შორის პრობლემები, რომელიც ქსელის ფუნქციონირებისას წარმოიშვა.

როგორც ცნობილია, უფასო იურიდიული დახმარების მიმწოდებელი ორგანიზაციები რეფერალურ (გადამისამართების) ქსელში   გაეროს განვითარების პროგრამისა და ევროკავშირის დახმარებით გაერთიანდნენ. ქსლის ფუნქციონირების მთავარი დანიშნულება არის  ბენეფიციართა გადამისამართება - მათივე სამართლებრივი საჭიროებიდან გამომდინარე. 
ამ მიზნით შექმნილია ვებგვერდი ww.freemylaw.ge, სადაც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების გამწევი ორგანიზაციების შესახებ და მიაკითხონ აღნიშნულ მისამართებზე. 

რეფერალური ქსელის მთავარი კოორდინატორი უწყება არის სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური, როგორც სახელმწიფო ორგანიზაცია.

ქსელის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ პერიოდულად საჭიროა ვებგვერდზეინფორმაციის განახლება  და ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, რაც თითოეული ბენეფიციარისათვის უფასო სამართლებრივ დახმარებას უფრო ხელმისაწვდომსა და ეფექტურს გახდის.