Top
ონლაინ დახმარება

 

პარლამენტში იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს მიუსმინეს

დღეს, 30 აგვისტოს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა პარლამენტის იურიდიულ  საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების წევრებს წარუდგინა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული იურიდიული კონსულტაციისა და იურიდიული დახმარების  ხარისხის შეფასების  სისტემის კონცეფცია. პარლამენტის წევრებმა მიიღეს ვრცელი ინფორმაცია ხარისხის შეფასების სისტემის განახლებული კონცეფციის ძირითად პრინციპებზე.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ასევე მოისმინეს სამსახურის 2018 წლის საქმიანობის ანგარიში, სადაც ასახულია გაწეული მომსახურების სტატისტიკა, რეფორმები, მნიშვნელოვანი აქტივობები. 

პარლამენტის წევრების გარდა, საკომიტეტო მოსმენებს ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილოე მიხეილ სარჯველაძე,  სხვა პარტნიორი და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები. 

რაჟდენ კუპრაშვილმა პარლამენტის წევრთა შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცა. საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებმა დადებითად შეაფასეს ხარისხის შეფასების სისტემის კონცეფცია და აღნიშნეს, რომ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ დაგეგმილი რეფორმები კიდევ უფრო გააუმჯობესებს უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევის ხარიხს.