Top
ონლაინ დახმარება

 

მიმდინარეობს შეხვედრა გლობალური კამპანიის აქტივობების შესამუშავებლად

24-27 სექტემბერს, წინანდალში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივითა და მხარდაჭერით, მიმდინარეობს სამუშაო შეხვედრა სექსუალურ შევიწროებაზე გენდერული თანაწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი  კომისიის  წევრი ორგანიზაციების საკომუნიკაციო ჯგუფის წევრებისთვის, რომელშიც იურიდიული დახმარების სამსახურიცაა  ჩართული.

ტრენინგის ძირითად ნაწილს უძღვება კატერინა ბელენი - გაერთიანებული ერების ორგნიზაციის ექსპერტი. ასევე მონაწილეობენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენლები.

განიხილება სექსუალური შევიწროების ძირითადი კონცეფცია ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპების მიხედვით.

შეხვედრაზე  დაიგეგმება "ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ" მიმართული გლობალური კამბანიის აქტივობები, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე ჩატარდება.