Top
ონლაინ დახმარება

 

ბერლინის ქართულ დიასპორასთან შეხვედრა შედგა

2019 წლის 27 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადენლებმა შეხვედრა გამართეს ქართულ დიასპორასთან ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. შეხვედრის დროს გამოიკვეთა ის პრობლემური საკითხები, რაც გერმანიაში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს აწუხებთ. ამავე დროს საუბარი შეეხო იურიდიული დახმარების სამსახურის მნიშვნელოვან როლს, ემიგრანტთა პრობლემების გადაწყვეტის საქმეში.