Top
ონლაინ დახმარება

 

ქუთაისელმა სტუდენტებმა სექსუალური შევიწროების საკითხი განიხილეს

2019 წლის 28 ნოემბერს იურიდიული დახმარების სასამხურის იმერეთის-ქუთაისის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსი გელა სიორდია შეხვდა ქუთაისის ა. წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებს.

შეხვედრის თემას სექსუალური შევიწროება და მისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა. შეხვედრამ ინტერაქტიულ რეჟიმში ჩაიარა, პრეზენტაციის შემდგომ სტუდენტებმა მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიიღეს პასუხები.