Top
ონლაინ დახმარება

 

გორელმა მოსწავლეებმა ძალადობის საკითხებზე იმსჯელეს

10 დეკემბერს,  „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში, შიდა ქართლის იურიდიული დახმარების ბიუროს წარმომადგენლები ნინო მასურაშვილი, გერმანე ადუაშვილი და თენგიზ თუხარელი შეხვდნენ გორის მე-12 სკოლის უფროსკლასელებს. 
ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია უფასო სამართლებრივი დახმარების შესახებ ძალადობის მსხვერპლებისათვის და  იმსჯელეს 2019 წლის გლობალური კამპანიის ძირთადი თემაზე.