Top
ონლაინ დახმარება

 

კოლეჯ "მერმისში" შრომით კანონმდებლობაზე ისაუბრეს

დღეს, 12 დეკემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა ნანო ვაჭარაძემ და ანა კვანტალიანმა საინფორმაციო გასვლითი კონსულტაცია ჩაატარეს საზოგადოებრივი კოლეჯის -"მერმისის" სტუდენტებთან.

შეხვედრის მიზანი იყო სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება შრომით სექტორში მოქმედი პირებისთვის. 

როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი კოლეჯების კურსდამთვრებულები, სწავლის დასრულების შემდეგ უშუალოდ შრომით ურთიერთობებში გადადიან დამსაქმებლებთან, ამიტომ მნიშვნელოვანია მათ ჰქონდეთ სრული ინფორმაცია შრომითი კანონმდებლობის და  დასაქმებულთა უფლებების შესახებ.

იურისტებმა წარმოდგენილი პრეზენტაციით შეკრებილებს გაანცეს როგორც უფასო სამართლებრივი დახმარებით სარგებლობის სერვისები, ასევე შრომითი კანონმდებლობა და ბიზნესის წამოწყების სხვადასხვა რესურსები, რაც საქართველოში დღესდღეობით მოქმედებს.

სტუდენტებმა დასვეს არაერთი საინტერესო კითხვები და მიიღეს ინდივიდუალური კონსულტაციები