Top
ონლაინ დახმარება

 

ევროსაბჭოს ექსპერტები საზოგადოებრივი ადვოკატებისთვის ტრენინგს ატარებენ

14-15 იანვარს, იურიდიული დახმარების სამსახურში,  ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით მიმდინარეობს ტრეინინგი თემაზე: აღკვეთის ღონისძიებები; ადამიანის უფლებათა შემზღუდავი საპროცესო მოქმედებების გამოყენების სტანდარტი; ტრეინინგს უძღვებიან ევროსაბჭოს ექსპერტები იოვანა როანა და ბესარიონ ბოხაშვილი.

ტრეინინგზე განიხილავენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების შესახებ:  იძულებითი და წინასასამართლო ზომების გამოყენების საკითხზე. ტრეინინგის ფარგლებში განხილულ იქნა დაკავების, გაჩერებისა და ჩხრეკის, კანონიერება, მართლზომიერება და თვითნებობის დაუშვებლობა, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის, ისე ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. 

ტრეინინგის მონაწილეები  ასევე ეცნობიან სათანადო წინდახედულების ცნების და სახელისუფლებო ორგანოების კეთილსინდისიერების  საკითხებს.


ტრეინინგი  ატარებს ინტერაქტიულ ხასიათს. ადვოაკტები, კონსულტანტები სხვადასხვა სავარჯიშოების საშუალებით ჩართულნი არიან სამუშაო პროცესში.