Top
ონლაინ დახმარება

 

საკონსულტაციო საბჭომ აქტუალური საკითხები განიხილა

დღეს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდა.

შეხვედრაზე ადვოკატებმა მიიღეს ინფორმაცია უახლოეს მომავალში სამსახურში დაგეგმილი რეფორმების შესახებ, განიხილეს სხვადასხვა აქტუალური საკითხი, გამოთქვეს მოსაზრებები, რომელიც საზოგადოებრივი ადვოკატების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას შეეხება.