Top
ონლაინ დახმარება

 

რეკომენდაციები სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლებისათვის კორონავირუსის (COVID_19)გავრცელების პრევენციის მიზნით

იურიდიული დახმარების სამსახური ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვას. დღეს, საზოგადოების თითოეული წევრისა და სამსახურისთანამშრომლების მხრიდან, მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოვლენა წარმოადგენს ადამიანის უფლებების  - სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლების დაცვის ყველაზე ეფექტურ საშუალებას.

კორონავირუსის (COVID_19) გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის 12 მარტს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახური გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე და სამსახურის აპარატის, ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების თანამშრომლები, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სამსახურებრივ მოვალეობებს შეასრულებენ სახლიდან.

კორონავირუსით (COVID_19)დაინფიცირებისრისკისშემცირებისმიზნით, მიზანშეწონილია,რომ იურიდიული დახმარებით მოსაგებლე პირებთან, საგამოძიებო ორგანოებთან, სასამართლოსა და სხვა ორგანოებთან თუ პირებთან საზოგადოებრივი ადვოკატების კომუნიკაცია შეძლებისდაგვარად განხორციელდეს მხოლოდ სატელეფონო/ონლაინ რეჟიმში. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირებს უნდა გააცნონ ინფორმაცია და რეკომენდაციები კორონავირუსით (COVID_19) დაინფიცირების რისკის შემცირების მიზნით.

საზოგადოებრივი ადვოკატები იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირებთან, ასევე საგამოძიებო ორგანოებში, პენიტენციურ დაწესებულებებსა და სასამართლოში უნდა გამოცხადდნენ პირბადითა და ხელთათმანებით, გამოიყენონ ისინი უწყვეტად და შეხვედრის დასრულებისა და შენობის დატოვების შემდგომ უნდა უზრუნველყონ პირბადეებისა და ხელთათმანების მოთავსება დახურულ სანაგვე ურნაში.

კორონავირუსისთან (COVID_19) დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია და რეკომენდაციები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

·    https://stopcov.gov.ge/ka
·    https://www.moh.gov.ge/ka/741/

კორონავირუსის (COVID_19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მიზანშეწონილია, სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდება თანამშრომლის, მისი ოჯახის წევრის, ახლო კონტაქტში მყოფი პირის ბოლო 14 დღის განმავლობაში საზღვარგარეთ მოგზაურობის შესახებ.

ამასთან, თუ სამსახურის თანამშრომელი, ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდა მაღალი რისკის ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი, იტალია, სამხრეთ კორეა, გერმანია, ესპანეთი, ავსტრია, შვეიცარია, ნორვეგია, დანიადასაფრანგეთი, იხ.https://stopcov.gov.ge/ka), ან ჰქონდა კონტაქტი დაავადებულ და/ან მაღალი რისკის ქვეყნებიდან ჩამოსულ პირთან, იგი ვალდებულია, განთავსდეს თვითიზოლაციაში.

თვითიზოლაციაში მყოფი პირებისათვის რეკომენდაციები იხილეთ შემდეგ ბმულზე: 
·    https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/Danarti_N11_korona.pdf

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მაღალი რისკის ჯგუფში შედიან:
·    ხანდაზმული პირები;
·   პირები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები, მათ შორის: გულის დაავადებები, დიაბეტი, ფილტვების დაავადებები და ა.შ. 
შესაბამისად, გამოიჩინეთ მათთან განსაკუთრებული ყურადღება.

დღეს, თითოეული ჩვენგანის მოქმედება განსაზღვრავს იურიდიული დახმარებით მოსარგებლე პირების, ჩვენი ახლობლების, ნაცნობებისადა სხვა პირთა ჯანმრთელობას. შესაბამისად, ვიყოთ მობილიზებული და ვიზრუნოთ ერთმანეთზე.