Top
ონლაინ დახმარება

 

სამართალწარმოება დისტანციურ რეჟიმზე გადადის

დღეს, 20 მარტს, იურიდიული დახამრების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი მონაწილეობდა შეხვედრაში, რომელიც უზენაეს სასამართლოში გაიმართა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის გენერალური პროკურორის, იუსტიციის მინისტრის მოადგილის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის მოადგილის, და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის მონაწილეობით. 

მხარეებმა ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით  ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და ამ თვალსაზრისით მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელების გზებზე იმსჯელეს. 

შეთანხმდნენ, რომ მთავარია მართლმსაჯულების პროცესში ჩართული მხარეთა წარმომადგენლების ჯანმრთელობა და უსაფრთხება იყოს დაცული. შესაბამისად, მართლმსაჯულება მაქსიმალურად  დისტანციურ სამართალწარმოების რეჟიმზე  გადავა.

ასეთ ვითარებაში, სრული დატვირთვით ამოქმედდება ელექტრონული საქმისწარმოება, რომელიც თავისი შინაარსითა და ხარისხით საერთაშორისო სტანდარტების და კანონების შესაბამისი იქნება.
უმოკლეს დროში, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატებს საშუალება ექნებათ მთლიანად გადაერთონ ელექტრონულ სამართალწარმოებაზე და სახლიდან, იზოლირებულად მიიღონ მონაწილეობა სამართალწარმოების პროცესებში.

საბოლოო ჯამში, მხარეთა მიერ უზრუნველყოფილი იქნება ისეთი სახის დისტანციური სამართალწარმოება, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს სრულად დააკმაყოფილებს. 
 

დარჩისახლში