Top
ონლაინ დახმარება

 

მადლობა ბიზნესს დახმარებისთვის

იურიდიული დახმარების სამსახურის გამოხატავს მადლიერებას შპს "სითი 12"-ის მიმართ, რომელმაც სამსახურს უსასყიდლოდ გადმოსცა ხელის დასამუშავებელი ათეულობით ლიტრი სადეზინფექციო ხსნარი. აღნიშნული პროდუქცია სამსახურის  ოფისებში გადანაწილდა და მას აქტიურად მოიხმარენ ის თანამშრომლები, რომლებსაც განსაკუთრებული აუცილებლობის გამო სამსახურში მისვლა უხდებათ. 

კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობის პირობებში უდიდესი მნიშვნელობა შეიძინა თითეულმა საქველმოქმედო საქმემ. ცალკეული პირებისა თუ ბიზნესსტრუქტურის მიერ გამოხატული მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის გამოვლენა ვირუსის გავრცელების პრევენციის საქმეში უდიდეს როლს თამაშობს.