Top
ონლაინ დახმარება

 

"მხარდამჭერთა ჯგუფის" პირველი შეხვედრა გაიმართა

24 ნოემბერს იურიდიული დახმარების სამსახურში შექმნილი „მხარდამჭერთა ჯგუფის“ პირველი შეხვედრა გაიმართა. 

„მხარდამჭერთა ჯგუფის“ წევრებმა განიხილეს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის მიერ წარდგენილი სამართლებრივი საკითხი და თითქმის 5 საათიანი დაუღალავი მსჯელობისა და განხილვის შედეგად გასცეს პირველი რეკომენდაცია. ჯგუფის წევრებმა, ადვოკატთან ერთად გაანალიზეს სამართლებრივი საკითხის ყველა ასპექტი, მიმოიხილეს საკანონმდებლო რეგულაციები, სასამართლო პრაქტიკა და შეთანხმდნენ ერთიანი რეკომენდაციის გაცემაზე. 

აღსანიშნავია, რომ „მხარდამჭერთა ჯგუფი“, რომელიც 19 საზოგადოებრივი ადვოკატისაგან შედგება, შეიქმნა იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების ხარისხის შეფასების სისტემის ფარგლებში და მისი მიზანია ადვოკატის სამართლებრივი მხარდაჭერა. „მხარდამჭერთა ჯგუფისათვის“ როგორც მიმართვა ასევე მის მიერ გაცემული რეკომენდაციის გაზიარება არ არის სავალდებულო და ეს ადვოკატის სურვილზე და საჭიროებაზეა დამოკიდებული

„მხარდამჭერთა ჯგუფი“ უზრუნველყოფს ადვოკატებს შორის სამსახურში არსებული პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას, რაც საბოლოოდ მიმართულია სამსახურის ინსტიტუციურ გაძლიერებისა და ბენეფიციარისათვის მაღალი ხარისხის იურიდიული დახმარების მიწოდებაზე. 
სამსახური მადლობას უხდის „მხარდამჭერთა ჯგუფის“ თითოეულ წევრს მათი ენთუზიაზმის, შემართებისა და მაღალი პროფესიონალიზმის წარმოჩენისათვის და უსურვებს მათ წარმატებულ საქმიანობას.