Top
ონლაინ დახმარება

 

ადვოკატებმა გაიარეს ტრენინგი მემკვიდრეობის საკითხებზე

10 დეკემბერს USAID PROLoG-ის პროექტის ფარგლებში, ჩატარდა დისტანციური ტრენინგი თემაზე - „სამემკვიდრეო სამართალი - კომლის საკუთრება“. ტრენინგს უძღვებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ ხაჟომია.

ტრენინგზე განიხილებოდა მემკვიდრეობის საფუძვლები, სამკვიდროს გახსნისა და სამკვიდროს მიღების გზები, სასამართლო პრაქტიკა სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, საჯარო რეესტრის მონაცემთა უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, კომლის ქონებაზე საკუთრების და მემკვიდრეობის უფლებასთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკა, მეუღლეთა თანასაკუთრებაზე მემკვიდრეობის უფლების თავისებურები, ანდერძის ბათილად ცნობის წინაპირობები, სასამართლო პრაქტიკა უღირს მემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებით.

ტრენინგში მონაწილეობას იღებდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.