Top
ონლაინ დახმარება

 

საქველმოქმედო ღონისძიება სართიჭალაში

25 დეკემბერს სოფელ სართიჭალაში სუხაშვილების  სოციალურად დაუცველ ოჯახს ვესტუმრეთ და ჩვენი სახსრებით შეგროვილი კვების პროდუქტები, ჰიგიენური საშუალებები და ტანსაცმელი გადავეცით.

იურიდიული დახმარების სამსახურში გრძელდება საქველმოქმედო ტრადიცია - სამსახურის თანამშრომლები დახმარებას ვუწევთ სოციალურად დაუცველ ადამიანებს. წელსაც ადმინისტრაციის თანამშრომლებმა დამდეგი ახალი წელი მივულოცეთ მრავალშვილიან ოჯახს. სოციალურად დაუცველთათვის სამართლებრივი დახმარების გაწევა ჩვენი სამსახურებრივი საქმიანობაა, მაგრამ ჩვენს ბენეფიაციარებს ხშირად კიდევ უფრო მეტი ესაჭიროებათ. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, შესაძლებლობის ფარგლებში კვლავ დავეხმაროთ მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.