Top
ონლაინ დახმარება

 

ტრენინგი სისხლის სამართლის პროცესში მტკიცებულებათა დასაშვებობას მიმოიხილავდა

23 თებერვალს  ჩატარდა  USAID  PROLOG-ის გრანტის ფარგლებში დისტანციური  ტრენინგი  თემაზე ,,მტკიცებულებათა დასაშვებობა სისხლის სამართლის პროცესში’’. ტრენინგს  უძღვებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე - ბადრი კოჭლამაზაშვილი.

განიხილებოდა - მტკიცებულებათა მოპოვება დაცვის მხარის მიერ; მოწმის დაკითხვის თავისებურება სასამართლოში; ჯვარედინი დაკითხვის მეთოდოლოგია; ირიბი ჩვენების დასაშვებობა; დაუშვებელი მტკიცებულებები; სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა; პრეიუდიცია; ცვეთადი ნივთიერი მტკიცებულებები და სხვა.

ტრენინგში მონაწილეობდნენ იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.