Top
ონლაინ დახმარება

 

ტრენინგზე"ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე" იმსჯელეს

26 მარტს USAID  PROLoG-ის  გრანტის  ფარგლებში   ჩატარდა  დისტანციური  ტრენინგი  თემაზე - ,,ბავშვის საუკეთესო ინტერესი’’.
ტრენინგს  უძღვებოდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე - ქეთევან მესხიშვილი.

ტრენინგზე  განიხილებოდა:  

  • ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის კრიტერიუმები, საერთაშორისო პრაქტიკა და მტკიცების ტვირთი;
  • ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრის პროცედურა; გარემოებები, რომლებიც ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზრვრისას მიიღება მხედველობაში;
  • ბავშვის საუკეთესო ინტერესი ბავშვის თვალთახედვით; პატერნალისტური და ლიბერტანიალური მიდგომების უპირატესობები;
  •  სასამართლოს თანხმობა ბავშვის საკუთრებაში არსებული უძრავი ან/და მოძრავი ნივთის განკარგვისთვის (ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა, მტკიცებულებები და მტკიცების ტვირთი, საერთაშორისო პრაქტიკა);
  •  ბავშვის ადვოკატისა და მშობლის შეხედულებების/პოზიციების წინააღმდეგობისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესის განსაზღვრა. 

ტრენინგში  მონაწილეობდნენ  იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროებისა და საკონსულტაციო ცენტრების ადვოკატები და კონსულტანტები, ასევე მოწვეული საზოგადოებრივი რეესტრის ადვოკატები. ტრენინგი წარიმართა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, იურიდიული დახმარების სამსახური დისტანციურ რეჟიმში განაგრძობს ტრენინგების ჩატარებას და თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებას.