Top
ონლაინ დახმარება

 

უკრაინის იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობა გაღრმავდება

6 აპრილს იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი რაჟდენ კუპრაშვილი, მისი მოადგილე სულხან გველესიანი და ანალიტიკური სამმართველოს უფროსი დავით სიმონია დისტანციურ რეჟიმში შეხვდნენ უკრაინის იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს ალექსანდრ ბარანოვს და ამავე სამსახურის წარმომადგენელს ალექსანდრ დენიდენკოს. 

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და უკრაინის იურიდიული დახმარების სამსახურების ურთიერთთანამშრომლობის პერსპექტივა. გადაწყდა, რომ აღნიშნულ უწყებებს შორის გაფორმდება მრავალმხრივი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რაც ორივე ქვეყანაში უფასო სამართლებრვი დახმარების სერვისის განვითარებას ხელს შეუწყობს.