Top
ონლაინ დახმარება

 

2020 წლის ანგარიში ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მოისმინეს

31 მარტს, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებს წარუდგინა სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში.

ანგარიშში შესულია სტატისტიკური ინფორმაცია საზოგადოებრივი ადვოკატებისა და კონსულტანტების მიერ გასული წლის განმავლობაში განხორციელებული სამართალწარმოების შესახებ, ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული რეფორმების და სხვა აქტივობების შესახებ.

ანგარიშის დასრულების შემდეგ რაჟდენ კუპრაშვილმა კომიტეტის წევრთა კითხვებს უპასუხა.

სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 წლის წლიური ანგარიში იხილეთ ბმულზე:

https://bit.ly/3w7AJbo