Top
ონლაინ დახმარება

 

გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატთან UNHCR ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

დღეს, 8 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემეორანდუმი გაფორმდა იურიდიული დახმარების სამსახურსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს ოფისთან. უწყებებს შორის უკვე არსებობს  თანამშრომლობის გამოცდილება  ლტოლვილთა და თავშესაფრის მაძიებელთა დახმარების საკითხებში.  მომდევნო ეტაპზე ურთიერთობა გაფართოვდება განათლების, ადვოკატების, კონსულტანტების  კვალიფიკაციის ამაღლების, სამუშაო პირობებისა და  მათ მიერ გაწეული სამუშაოს ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. 

მემორენდუმს ხელი მოაწერეს სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა რაჟდენ კუპრაშვილმა და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს უფროსმა მრჩეველმა სამართლებრივ საკითხებში იოჰანეს ფრანცმა.

იურიდიული დახმარების სამსახურს გადმოეცა რამდენიმე ლეპტოპი გრანტის სახით.