Top
ონლაინ დახმარება

 

შეხვედრა მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირსა და დაბა ქსანში

27 ოქტომბერს, მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა გასვლითი შეხვედრა გამართეს მცხეთის რაიონის სოფელ ციხისძირსა და დაბა ქსანში.

ბიუროს ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს უფასო იურიდიული დახმარების სერვისით სარგებლობის პირობები, ასევე გაუწიეს კონსულტაცია მათთვის საინტერესო სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საკითხებზე. გარდა ამისა, საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა: ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა, შშმ პირთა სასამართლოში მიმართვის წესები, უძრავი ქონების დარეგისტრირების წესი და პირობები და სხვა. შეხვედრა წარიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები და საკონსულტაციო ცენტრები მსგავს შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.