ცხელი ხაზი: 292 00 55
მაია ნოზაძე იურიდიული დახმარების სამსახურში 2012 წლიდან მუშაობს სისხლის სამართლის სპეციალიზაციით, საადვოკატო საქმიანობას ეწევა 2004 წლიდან.
მაია ნოზაძის მრავალწლიან პრაქტიკაში არაერთი წარმატებული საქმე დაგროვდა, მათ შორის, გამამართლებელი განაჩენით და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტით დასრულებული საქმეები.
მაია ნოზაძეს გავლილი აქვს მრავალი პროფესიული ტრენინგი, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში. 2016 წლიდან იგი ირიცხება „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ ადვოკატთა მუდმივმოქმედ ჯგუფში“, რომელიც ფუნქციონირებს იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში.
მაია ნოზაძე დაოჯახებულია. ჰყავს მეუღლე და 2 შვილი.