იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კვოტით.

დაიბადა 1972 წლის 27 იანვარს, სამტრედიაში.

განათლება

1991-1998 წლებში სწავლობდა ქ.თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობის სპეციალობით;

2003 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა;

სამუშაო გამოცდილება

1994-1999 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს აღმასრულებლად;

1999-2009 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ;

2014-2015 წლებში მუშაობდა შპს ,,საგზაო მშენებლობა“ ,,ალტკომი“-ის ფილიალში იურისტად;

2009-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრად;

2017 წლის 21 ივნისს საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ იქნა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად;