ცხელი ხაზი: 292 00 55
14 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატები შეხვდნენ ტყიბულის რაიონის სოფელ კურსების ადგილობრივ ხელისუფლებასა და მოსახლეობას.
შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს და სხვადასხვა სამართლებრივი საკითხის შესახებ ისაუბრეს.
იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.