15 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის ბიუროს ადვოკატებმა საჩხერის რაიონის სოფელ კორბოულის საზოგადოებრივ ცენტრში გამართეს შეხვედრა ოჯახში ძალადობის და ქალთა უფლებების თემაზე.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა მოქალაქეებს გააცნეს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები, ასევე ძალადობისთვის გათვალისწინებული სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები. მოქალაქეებს სხვა სამართლებრივ საკითხზე კონსულტაციის მიღების შესაძლებლობაც მიეცათ.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.