ცხელი ხაზი: 292 00 55
30 ივლისს, იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები დაესწრნენ ერთდღიან ტრენინგს სამემკვიდრეო სამართლის შესახებ. სწავლება ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაციასთან თანამშრომლობით.
ტრენინგის ფარგლებში განიხილეს შემდეგი საკითხები: უღირს მემკვიდრედ ცნობა; მემკვიდრეობისუფლების ჩამორთმევა; მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების მემკვიდრეობით მიღებისა და გაყოფის თავისებურებანი, როცა არარსებობენ პირველი რიგის მემკვიდრეები; მემკვიდრეობა ანდერძით; სავალდებულო წილი და სხვა.
სამემკვიდრეო სამართლის საკითხებზე ორგანიზებული ტრენინგი შედის იმ ორწლიან სასწავლო პროგრამაში, რომელიც 2016–2017 წლებში გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით და ევროკავშირის დაფინანსბეით განხორციელდება. სასწავლო გეგმა ითვალისწინებს 40–მდე სხვადასხვა თემაზე დაგეგმილ 150–ზე მეტ ტრენინგს. სწავლების თემატიკა მიმდინარე წლის ივნისში, იურიდიული დახმარების სამსახურში მომუშავე და „მოწევულ საზოგადოებრივ ადვოკატთა რეესტრში“ რეგისტრირებული ადვოკატების გამოკითხვის შედეგად განისაზღვრა.