ცხელი ხაზი: 292 00 55
24 აგვისტოს, იურდიული დახმარების სამსახურის დირექტორმა, მელიტონ ბენიძემ, ამერიკელი ადვოკატების დელეგაცია მიიღო.
ჯორჯიის შტატის ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტის, რობერტ რუბინის, ხელმძღვანელობით საქართველოში ჩამოსული დელეგაცია იურიდიული დახმარების სფეროში გატარებულ რეფორმებს, ასევე საზოგადოებრივი ადვოკატების საქმიანობის სპეციფიკას გაეცნო.
მხარეებმა იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლებლობებზე – სისხლის სამართლის ადვოკატების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების მიმართულებით.