15 სექტემბერს, იურიდიული დახმარების სამსახურის სიღნაღის ბიუროს იურისტებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს წნორში მცხოვრებ დევნილებთან.

შეხვედრის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული პირები გაეცნენ უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს. ყურადღება გამახვილდა ქალთა უფლებების და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე.

იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.