ცხელი ხაზი: 292 00 55
19 სექტემბერს, იურიდიული დახმარების საბჭომ სხდომა გამართა. სხდომას საბჭოს თავმჯდომარე, ეკა ფოფხაძე, უძღვებოდა. სხდომას ასევე იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი, მელიტონ ბენიძე, და მისი მოადგილე, ირაკლი შონია, დაესწრნენ.
საბჭომ განიხილა იურიდიული დახმარების სამსახურის 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი, ასევე დაამტკიცა საქმისწარმოების ელექტრონულ სისტემაში - CaseBank–ში შეტანილი ცვლილებები.
სხდომაზე მიმოიხილეს საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი სამომავლო ღონისძიებები, რომლებიც მიზნად ისახავს იურიდიული დახმარების საბჭოს საქმიანობის ხელშეწყობას.