ცხელი ხაზი: 292 00 55
იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატები განგრძობენ სასკოლო სემინარების ჩატარებას, რომელთა მიზანია არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და დანაშაულის პრევენცია. მორიგი სემინარი, დღეს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლაში გაიმართა.
სემინარის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის ზესტაფონის რეგიონული ბიუროს ადვოკატმა, ფატმან არზიკიანმა, უფროსკლასელ მოსწავლეებს არასრულწლოვანი ბრალდებულის, დაზარალებულისა და მოწმის უფლებები გააცნო, ასევე – ესაუბრა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვის საკითხებზე.
იურიდიული დახმარების სამსახური სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელიც მოქალაქეებს უფასო საადვოკატო მომსახურებას და სამართლებრივ კონსულტაციებს უწევს. სამსახურის რეგიონული ოფისების ქსელი საქართველოს 19 ქალაქს მოიცავს.
სასკოლო სემინარები წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 30–ზე მეტ საჯარო სკოლაში გაიმართა.