იურიდიული დახმარების სამსახურის კახეთის–თელავის ბიუროს ადვოკატებმა თელავის რაიონის სოფელ კისისხევის მოსახლებასთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა უპასუხეს მოსახლეობის შეკითხვებს ოჯახში ძალადობისთვის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასჯელებზე, საჯარო რეესტრში უძრავი ქონების რეგისტრაციის, უძრავი ქონების გასხვისების კანონმდებლობით გათვალისწინებულ წესებზე, გაცვლისა და ნასყიდობის ხელშეკრულებებზე. მოქალაქეები, აგრეთვე, უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობებს გაეცნენ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს რეგულარულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.