იურიდიული დახმარების სამსახურის სიღნაღის ბიუროს ადვოკატებმა დედოფლისწყაროს რაიონში საინფორმაციო შეხვედრები გამართეს და ადგილობრივებს უფასო იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები გააცნეს.

შეხვედრები გაიმართა ქალაქ დედოფლისწყაროში, ასევე მიმდებარე სოფლებში – ოზაანში, ზემო მაჩხაანში, გამარჯვებასა და არბოშიკში. შეხვედრების ფარგლებში, მოქალაქეებს მათთვის საინტერესო სხვადასხვა საკითხებზე სამართლებრივი კონსულტაციაც გაეწიათ.

იურიდიული დახმარების ბიუროები საინფორმაციო შეხვედრებს პერიოდულად მართავენ, რაც საზოგადოების სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.