ცხელი ხაზი: 292 00 55
როგორ უნდა მოხდეს უფასო იურიდიული დახმარების მომწოდებელთა შორის მოქალაქეთა სწორი და ეფექტური გადამისამართება - ამ თემაზე იმსჯელეს უფასო იურიდიული დახმარების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მრგვალ მაგიდაზე, რომელიც გაიმართა სასტუმრო თბილისი მარიოტში 2016 წლის 6 დეკემბერს.
ღონისძიებაში იურიდიული დახმარების სამსახური და უფასო იურიდიული დახმარების განმახორციელებელი 18 ორგანიზაცია მონაწილეობდა; ღონისძიების მონაწილეები გაეცვნენ ეფექტური გადამისამართების პრინციპებს, ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, კონტაქტები და დასახეს თანამშრომლობის გზები.
ღონისძიება ჩატარდა გაეროსა და ევროკავშირის ერთობლივი პროგრამის – „ხელმისაწვდომი მართლმსაჯულება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.