7 დეკემბერს სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლებმა: ნათია ბოჯგუამ, ზაზა კვირკველიამ, მაია დარასელიამ, დავით გოგუამ და კობა გაბელაიამ შეხვედრები გამართეს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოხელეებთან. ეს ღონისძიებები “ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ” მიმართული გლობალური კამპანიის ფარგლებში ჩატარდა. შეკრებილმა საზოგადოებამ იხილა საზოგადოებრივი ადვოკატების მიერ მომზადებული თემატური პრეზენტაცია   ქალთა მიმართ და ოჯახში  ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით.  ასევე , გაეროს ქალთა ორგანიზაციის” ინიციატივით მომზადებული 45 წუთიანი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით “ხმა ამოიღე”.

გარდა ამისა, საჯარო მოხელეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის დახმარებას სთავაზობს იურიდიული დახმარების სამსახური აღნიშნულ და სხვა საკითხებზე მოქალაქეებს, რომლებიც სამართლებრივ დახმარებას საჭიროებენ.

ანალოგიური შინაარსის გასვლითი კონსულტაცია  ფოთის იურიდიული დახმარების ბიურომ  1 დეკემბერსაც გამართა. შეხვედრის მასპინძლები, ამჯერად, აბაშის საგანამანათლებლო რესურსცენტრის ადმინისტრაციის  თანამშრომლები და აბაშის საჯარო სკოლის დირექტორები იყვნენ.   სამართლებრივი კონსულტაციები და საქმეები მოზარდებთან დაკაშირებით,  გადახდის უუნაროთა დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებები და სხვა –ამ თემებზე საზოგადოებრივმა ადვოკატება  შეკრებილებს გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის მუშაობის მექანიზმი.