რა ითვლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობად, რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ძალადობის მსხვერპლებისთვის თავის დასაცავად, ვის  და როგორ უნდა მიმართონ, თუ პრობლემის წინაშე დადგნენ – ამ თემებზე შედგა საუბარი,  30 ნოემბერს, პანკისის ხეობაში, ახმეტის რაიონის სოფელ ჯოყოლოში,  გამართულ ღონისძიებაზე, რომელსაც კახეთის–თელავის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები უძღვებოდნენ. საზოგადოებრივი ადვოკატები ალექსი ტუსნიაშვლი, თამარ ბაწელაშვილი, ლიანა ჭუნიაშვილი შეხვდნენ სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლის უფროსკლასელ მოსწავლეებს და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებს (შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ოცდარვა დამსწრემ, მათ შორის, სამმა მამაკაცმა).  შეკრებილებმა ნახეს ,,გაეროს ქალთა ორგანიზაციის’’ მიერ მომზადებული დოკუმენტური  ფილმი სახელწოდებით ,,ხმა ამოიღეთ’’. 
გარდა ამისა, მოსწავლეებს და შეკრებილ საზოგადოებას გააცნეს იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის სხვა თავისებურებები, უპასუხეს შეკითხვებს საქორწინო და საოჯახო დავებთან დაკავშირებით,   დამსწრეებს გადაეცათ სამსახურის ბუკლეტები.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ სოფელში კომპაქტურად ცხოვრობს ქისტი მოსახლეობა. ღონისძიება შედგა მსოფლიოში მიმდინარე გლობალური კამპანიის – „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ ფარგლებში.