იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში გასვლითი კონსულტაციები დაიწყეს. 5 თებერვალს, ბიუროს ადვოკატებმა პირველი ვიზიტი სოფელ გომში გამართეს.

საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ადგილობრივ მოსახლეობას კონსულტაციები გაუწიეს  სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა საკითხზე. ყურადღება გამახვილდა პენსიისა და სოციალური დახმარების დანიშვნის, ასევე სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის საკითხებზე. საუბარი ნადირობისა და თევზჭერის მარეგულირებელ ნორმებსაც შეეხო.

სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებში გასვლითი კონსულტაციების ორგანიზება გადაწყდა მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეხვედრაზე, რომელიც ამა წლის 28 იანვარს გაიმართა. აღნიშნული ვიზიტები მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.