არა ძალადობას! - ამ დევიზით იურიდიული დახმარების სამსახურის მცხეთა-მთიანეთის ბიუროს ადვოკატებმა ჟინვალის საჯარო სკოლაში სემინარი გამართეს.

სემინარის ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატებმა ისაუბრეს ძალადობის სხვადასხვა ფორმებზე და მოსწავლეებს მათთან ბრძოლის სამართლებრივი გზები განიხილეს.

სემინარი განხორციელდა ამავე სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი სამოქალაქო კლუბის - „არაგველების“ ორგანიზებით.