იურიდიული დახმარების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე საჯარო დაწესებულებაა. ამის შესახებ ცნობილი გახდა საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წლიური ანგარიშიდან, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) დღეს წარმოადგინა. ანგარიშის პრეზენტაციას სახელმწიფო, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

2014 წელს განხორციელებული მონიტორინგის ფარგლებში, IDFI-მ, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით, იურიდიული დახმარების სამსახურს ათჯერ მიმართა და, ათივე შემთხვევაში, დროული და სრულყოფილი პასუხი მიიღო. ამ შედეგებით, იურიდიული დახმარების სამსახური მოხვდა იმ 38 საჯარო უწყებას შორის, რომლებმაც საჯარო ინფორმაციის 100%-იანი ხელმისაწვდომობა უზრუველყვეს. გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისათვის, IDFI-ის დირექტორმა, გიორგი კლდიაშვილმა, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორს, მელიტონ ბენიძეს დღეს სპეციალური ჯილდო გადასცა.

საჯარო დაწესებულებათა გამჭვირვალობის ხარისხის დადგენის მიზნით, IDFI 2010 წლიდან სამინისტროებს, სსიპ-ებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს საჯარო ინფორმაციის მიწოდების თხოვნით პერიოდულად მიმართავს, მიღებულ მონაცემებს ამუშავებს და მონაცემთა ბაზაში, opendata.ge-ზე ათავსებს. პროექტი ფონდ ,,ღია საზოგადოება - საქრთველოს’’ მხარდაჭერით ხორციელდება.