თებერვლის ბოლოს, იურიდიული დახმარების სამსახურის ქუთაისის ბიუროს ადვოკატებმა 2 გასვლითი კონსულტაცია გამართეს.

24 თებერვალს შეხვედრა - სამტრედიის რაიონის სოფელ გორმაღალის თემში, 27 თებერვალს კი ქალაქ ცაგერში გაიმართა. მოსახლეობას განემარტა იურიდიული დახმარებით სარგებლობის პირობები და ადგილზე გაეწია კონსულტაციები სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სხვადასხვა საკითხზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სოციალურად დაუცველთა ბაზაში რეგისტრაციის, ასევე სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრებაში რეგისტრაციის საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ ცაგერის მოსახლეობამ გამოთქვმა სურვილი - ქალაქში იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო ცენტრი გაიხსნას.