იურიდიული დახმარების სამსახურის აჭარის ბიუროს ადვოკატი, დავით გოგვაძე, იცავდა აბესალომ ტ.-ს, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვისათვის 7-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

ბრალდებული აღიარებდა და ინანიებდა დანაშაულს, ამიტომ საზოგადოებრივმა ადვოკატმა დავით გოგვაძემ ძირითადი ძალისხმევა დასაცავი პირისთვის სასჯელის შემსუბუქებისკენ მიმართა. ადვოკატმა მოიპოვა ცნობები აბესალომ ტ.-ის ჯანმრთელობის შესახებ, საიდანაც დასტურდებოდა, რომ იგი პირველი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

შედეგად, აბესალომ ტ.-ს ჯერ არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიება შეეფარდა, შემდეგ კი პროკურატურასთან მიღწეულ იქნა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს 5-წლიანი პირობითი სასჯელი განესაზღვრა, დამატებით, გარკვეული ვადით ჩამოერთვა სხვადასხვა საქმიანობის უფლება.