ცხელი ხაზი: 292 00 55
საქართველოს საჯარო სკოლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სემინარები გრძელდება.
16-20 მარტს სემინარები ჩატარდა 11 საჯარო სკოლაში. ესენია: ხობის №1 და №2 სკოლები, ბათუმის №2 სკოლა, ახალციხის №1 და №2 სკოლები, ხონის №3 სკოლა, ზესტაფონის №5 სკოლა, მარტვილის სოფელ ჭყონის №1 და №2 სკოლები, ასევე გორის №1 და სოფელ მუხრანის №1 სკოლა.
სემინარების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატები უფროსკლასელ მოსწავლეებს აცნობენ ისეთი საკითხებს, როგორებიცაა სამართლებრივი კულტურა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არასრულწლოვანთა უფლებები, სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სამართლის დარგები, დანაშაულის სახეები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სხვა.
სკოლებში სამართლებრივი სემინარების ორგანიზება მიზნად ისახავს მოზარდების მართლშეგნების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას. ღონისძიებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.