ცხელი ხაზი: 292 00 55
16 აპრილს, იურიდიული კლინიკის ფარგლებში, იურიდიული დახმარების სამსახურის გორის ბიუროს სტაჟიორებს სემინარი ჩაუტარდათ.
გორის ბიუროს უფროსმა, გიორგი ჯეირანაშვილმა, სტუდენტებს ადვოკატთა პროფესიული პასუხისმგებლობისა და ეთიკის საკითხები და იურიდიული დახმარების სამსახურის სტანდარტები გააცნო.
გორის ბიუროში სტაჟირებას გორის სასწავლო უნივერსიტეტის 3 სტუდენტი გადის. ისინი 4-თვიანი სტაჟირების ფარგლებში თეორიული მომზადების კურსს გაივლიან და რეალურ სისხლის სამართლის საქმეებზე იმუშავებენ.