საქართველოს საჯარო სკოლებში იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატთა სემინარები გრძელდება.

15-17 აპრილის ჩათვლით, სემინარები ჩატარდა 11 საჯარო სკოლაში. ესენია: ხობის რაიონის სოფლების - პირველი მაისისა და შუა ხორგას სკოლები, მარტვილის რაიონის სოფლების - ნამიკოლავოს და ნოღის სკოლები, ახალციხის რაიონის სოფლების - ვალეს, კლდისა და წნისის სკოლები, ბათუმის  №8 სკოლა, რუსთავის №6 სკოლა, ხონის რაიონი სოფელ კუხის სკოლა და თელავის №7 სკოლა.

სემინარების ფარგლებში, საზოგადოებრივმა ადვოკატები უფროსკლასელ მოსწავლეებს აცნობენ ისეთი საკითხებს, როგორებიცაა სამართლებრივი კულტურა, ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, არასრულწლოვანთა უფლებები, სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო, სამართლის დარგები, დანაშაულის სახეები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სხვა.

სკოლებში სამართლებრივი სემინარების ორგანიზება მიზნად ისახავს მოზარდების მართლშეგნების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციას. ღონისძიებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ხორციელდება.