ცხელი ხაზი: 292 00 55
სამშაბათს, 2018 წლის 30 იანვარს, 14:00 საათზე, გაიმართება საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახურის ახალი ადმინისტაციული ოფისისა და ვებ-გვერდის წარდგენა.
ღონისძიებას უმასპინძლებს მელიტონ ბენიძე - იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი.
ღონისძიებას გახსნიან და სტუმრებს სიტყვით მიმართავენ ირაკლი კობახიძე - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, იანოშ ჰერმანი - ევროკავშირის ელჩი საქართველოში, და ნილს სკოტი - გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში.
იურიდიული დახმარების სამსახურის ინფრასტრუქტურის განახლება განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის „EU4Justice: მართლმსაჯულების რეფორმის მხარდაჭერა“ ფარგლებში.
ჟურნალისტებს ვიწვევთ დასასწრებად:
სამშაბათს, 30 იანვარს, 14:00 საათზე, იურიდიული დახმარების სამსახურის ადმინისტრაციულ ოფისში, აღმაშენებლის გამზირი #140ა, მე-3 სართული, თბილისი.
საკონტაქტო ინფორმაცია:
· ნინო ჩუტკერაშვილი, იურიდიული დახმარების სამსახური , +995 577 400675, nchutkerashvili@legalaid.ge
· სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, +995 599 196907, sophie.tchitchinadze@undp.org
· თეიკო კანდელაკი, UNDP in საქართველო, +995 599 103525, tinatin.kandelaki@undp.org
თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, +995 32 2943763, tamriko.mikadze@eeas.europa.eu