2018 წლის 8 თებერვალს  მცხეთა-მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომლები შეხვდნენ წეროვნის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს და  ახალგორის ადმინისტრაციული ერთეულის  თანამშრომლებს. შეხვედრის ძირითდი თემა იყო არასრულწლოვანთა, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხები ძალადობა და  არასრულწლოვანთა მიმართ ძალადობის საკითები. 
შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში. აღნიშნულის გარდა, დევნილები დაინტერესდნენ  სხვა  სამართლებრივი საკითხებითაც. მცხეთა–მთიანეთის იურიდიული დახმარების ბიუროს უფროსმა ალუდა ბუჩუკურმა და კონსულტანტმა ირინა ბარბაქაძემ აუდიტორიას გააცნეს  თითოეული სერვისი, რასაც იურიდიული დახმარების სამსახური სრულიად უფასოდ სთავაზობს საქართველოს მოქალაქეებს, როგორც დევნილებს, ასევე სხვა მოწყვლადი  ჯგუფების წარმომადგენლებს.
საინფორმაციო შეხვედრები ძალადობის საკითხებზე სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობასთან 2018 -2020 წლების განმავლობაშიც გაგრძელდება და მას იურიდიული დახმარების სამსახურის  თანამშრომლები განახორციელებენ იმ უწყებების წარმომადგენლებთან ერთად, რომლებიც ჩართული არიან „ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ“ გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმაში.