ცხელი ხაზი: 292 00 55
22 მარტს თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს თანამშრომელებმა სისხლის უანგარო დონორთა აქციაში მიიღეს მონაწილეობა. სისხლის დონაცია უსაფრთხო პროცესია და მას ლეიკემიითა და სხვა დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
დონაციის აქციის ჩატარება უზრუნველყო შპს "სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურმა", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია, სადაც წარმოებს დონორული სისხლისაგან სისხლის კომპონენტების დამზადება და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგება.
იურიდიული დახმარების სამსახურის თანამშრომლები, თავიანთი უშუალო მოვალეობის შესრულების – მოსახლეობისთვის უფასო სამართლებრივი დახმარების გაწევის გარდა, პერიოდულად მონაწილეობენ სისხლის ჩაბარების საქველმოქმედო აქციებშიც. საერთშორისო სტანდარტების თანახმად, უანგარო დონორის სისხლისაგან დამზადებული კომპონენტები ყველაზე უსაფრთხოდ ითვლება პაციენტების გამოჯანმრთელებისთვის განსაკუთრებით ეფექტურია.