27 მარტს  სსიპ–იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს-ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს ორგანიზებით ფოთის საქალაქო სასამართლოში   განხორციელდა  იმიტირებული სასამართლო პროცესი სსიპ–ფოთის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით. 

ღონისძიების ინიციატორები არიან: ფოთის საქალაქო სასამართლო, ასევე სსიპ–ფოთის #6 სჯარო სკოლის ადმინისტრაცია, რომლებმაც ღონისძიების ორგანიზებისა და განხორციელებისთვის  მიმართა სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების ბიუროს. საზოგადოებრივი ადვოკატები მოსწავლეებს რამდენიმეჯერ შეხვდნენ, გააცნეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, ასევე აქტიურად ჩაერთვნენ იმიტირებული სასამართლო პროცესის მომზადების საქმეში. აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ქ. ფოთის საქალაქო სასამართლოში.  მას ესწრებოდნენ  ქალაქ საზოგადოებრივი ადვოკატები, მოსამართლეები, პროკურორები, სკოლის პედაგოგები, მშობლები და მედიის წარმომადგენლები.

იმიტირებული სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ სკოლის ადმინისტრაციამ მადლობის სიგელი გადასცა ფოთის საქალაქო სასამართლოს, სამეგრელოს–ფოთის იურიდიული დახმარების   ბიუროს და იმიტირებულ პროცესში მონაწილე ქ. ფოთის #6 საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

 სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის სამეგრელოს–ფოთის ბიურო მომავალშიც მზად არის მსგავსი ტიპის ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა მიიღოს.